პოლიტიკა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო – ირის ანტმანის გუნდმა კვიპროსი 2:0 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ახნას „დასაკი სტადიოზე“ გამართული თამაში თავიდანვე კარგად დაიწყო და 32-ე წუთზე ირინა ხაბურზანიას გოლით დაწინაურდა. თუმცა, შვიდ წუთში გოლის ავტორს შეხვედრის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

დარჩენილი დრო გუნდმა ათი მოთამაშით ჩაატარა და ამის მიუხედავად, 63-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა. ჩვენი გუნდის საუკეთესო თავდამსხმელმა, თეონა ბაარაძემ კვიპროსის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები კვიპროსს ახლა უკვე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება – შეხვედრა 4 ივნისს, თბილისში 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია