პოლიტიკა

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ნოემბერში 2 მატჩს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები EuroBasket 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ნოემბერში 2 მატჩს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

21 ნოემბერს საქართველო ფინეთს ჰელსინკში სტუმრად ეთამაშება, 24 ნოემბერს კი თბილისი არენაზე.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი უკვე გამართა, სტუმრად დანიაში და შინ – სერბეთთან წააგო.
ჯგუფიდან გასასვლელად ძალიან მნიშვნელოვანია ნოემბრის ორივე მატჩი.
ევროპის ჩემპიონატზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან სამი გადის. ფინეთი მასპინძელია და მას ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა მასთან თამაშების შედეგები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

ასევე ნახეთ

საქართველო vs თურქეთი – მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყოდვა იწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია