Breaking News

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც გუნდურ ჩათვლაში 130 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
წარმატების მისალოცად სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და გულშემატკივრები დახვდნენ.
კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ). ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა. ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა ნაკრების დებიუტანტმა აკაკი ქემერტელიძემაც (70 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლნენ.

Check Also

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია