პოლიტიკა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ 3 ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისის ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი 3-ჯერ აჟღერდა. საქართველოს ნაკრების წევრებმა „თბილისი არენაზე“ გამართული ტურნირის მესამე დღეს ჯამში 4 მედალი მოიპოვეს.

90 კგ. კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მოქმედ ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა და ვაზარით გაიმარჯვა. შესაბამისად, ლაშა ბექაური გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა, ლუკა მაისურაძემ კი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ასევე ოქროს მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ. 100 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალში ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს ვაზარით მოუგო.

კიდევ ერთი ოქროს მედალი მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა დაისაკუთრა. ქართველმა ფინალში თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში გამართულ გრანდ სლემზე ჯამში 6 მედალი მოიპოვა, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) კი ბრინჯაო მოიპოვა.

ასევე ნახეთ

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია