პოლიტიკა

თბილისის მერიამ „ავაზა“ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

„ავაზას“ სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, გადაწყვეტილება კი ქალაქ თბილისის მერიამ მიიღო.

საფეხბურთო კომპლექსს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ. სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ისა და მერიის წარმომადგენლები.

„გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, გადავცეთ ფეხბურთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი თავისი მოედნებით, გასახდელებით. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი“ – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ასევე ნახეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან 1-0 დამარცხდა

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპორდა და მიხაილო მუდრიკის გატანილი ერთადერთი გოლით 0:1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია