პოლიტიკა

UEFA U21 ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებშიუსაფრთხოების სემინარი გაიმართა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში თბილისში უსაფრთხოების სემინარი გაიმართა. უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით სემინარი, რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა. მათ შორის, სტიუარდებისთვის, შსს-ს წარმომადგენლებისთვის და ერთობლივი ტრენინგისგან, რომელიც ტურნირის პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.

სემინარი მიზნად ისახავდა საფეხბურთო მატჩებვზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერას.

თბილისში ჩატარებული სემინარის მუშაობაში უეფას წარმომადგენლები ზელკო პავლიცა, სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი, ლუკაშ ნალევაი, ქეით ედი, კრის ბეიკერი, ვიქტორია ვონ დოდერერი, ჩანტალ ჰექტორსი, იუჯა კარაჯალაინენი, მარკ ოტენი, ზოლტ სიჩო, ბრიჯიტა მეიჯორი, შერონ კიკო და NFIP Network-ის ხელმძღვანელი, ადრიან დინკა მონაწილეობდნენ.

სემინარის დასრულების შემდეგ, კურსის მსმენელებს უეფას სერტიფიკატები გადაეცათ.

ასევე ნახეთ

მსოფლიო საკალუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ჩელსი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველის პსჟ ლონდონურ ჩელსის დაუპირისპირდა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია