პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა უზბეკეთში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა ფინალში ჯერ – ვაზარით, ხოლო შემდეგ შებოჭვით ავსტრიელი ფარა დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

რამდენიმე წუთში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი მესამე ადგილისთვის თურქ ოზთურქს შეხვდება. ფინალურ ბლოკში ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გელა ზაალიშვილიც (+100).

გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე ნახეთ

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივარს 15 აპრილიდან შეეძლება. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სფფ სპეციალურ განცხადებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია