დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
“არ ვიცი იქონიებს თუ არა გავლენას ის რომ კვიპროსის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. ჩვენი მიზანია, ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან, მატჩის მეორე ტაიმში. ჩვენ ვიშრომებთ რომ სასუსრველ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა ხუთივე გუნდს იგივე მიზანი აქვს და მხოლოდ 2 მიიღებს შედეგს.
თუ ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმუმს გამოავლენენ მოწინააღმდეგისთვის ჩვენ კარში გოლის გატანა რთული იქნება და ჩვენი მიზანიც ესაა.
გიორგი მოქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა არამატო გოლებზეა ლაპარაკი არამედ მის დამოკიდებულებებზე. მიქაუტაძეს მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.
21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის რომ ევროპამ ნახოს ჩვენ შეგვიძლია ამ დონის ტურნირების ჩატარება. ფეხბურთელების განაწილებაზე დიდი პოლემიკა გვქონდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. წიტაიშვილი, საზონოვი და სიგუა ახალგაზრდულ გუნდში წავიდნენ.
ეროვნული ნაკრები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია, თუმცა ამჯერად, ახალგაზრდული ჩემპიონატიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ამიტომ, ასე გადავწყვიტეთ და შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა U21 ნაკრებს შეუერთდება,”- განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატრებს. ჩვენი გუნდი ორივე შეხვედრას სტუმრად ითამაშებს, 17 ივნისს კვიპროსს (კვიპროსის ნაკრების მტავრი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა), 20 ივნისს კი შოტლანდიას დაუპირისპირდება.