პოლიტიკა

ვილი სანიოლი – ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს რას ვითხოვთ მათგან

16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველო 2:0 დამარცხდა.

დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „შოტლანდიასთან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენი მიზანი, პლეი-ოფისთვის მომზადებაა. გუნდში კარგი ატმოსფეროა, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. სექტემბრის მატჩების მერე ოქტომბერში განწყობა გამოვიკეთეთ. ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მათგან. ახალი მოთამაშეები საკმარისად გამოვცადეთ.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის მალე მამა გახდება, ჩვენ მივეცით არჩევანის საშუალება, წასულიყო ოჯახთან, პასუხებიდან გავიგე, რომ ნაკრები მისთვის უმნიშვნელოვანესია და აქ დარჩენა გადაწყვიტა.

გიორგი მიქაუტაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „100%-ით, სრულ მზადყოფნაში ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. წინ პლეი-ოფის მატჩები გველოდება, ამისთვის ვემზადებით და ძალებს არ დავიშურებ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
რაც შეეხება „აიაქსს“, ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და როცა თამაშის შანსი მაქვს, მოედანზეც იმავეს ვაკეთებ. დამატებითაც ვვარჯიშობ. „მეცში“ წარმატებულად ვთამაშობდი საკუთარ თავში და დარწმუნებული ვარ და მჯერა „აიაქსშიც“ გამომივა.“

შოტლანდიის ნაკრები საქართველოში ამაღამ ჩამოფრინდება. საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი დინამო არენაზე 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია