პოლიტიკა

ვილი სანიოლი: კარგად ვიცით, რამდენად რთული თამაში იქნება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტს, ბათუმში გამართავს.

მატჩთან დაკავშირებით დღეს ბათუმის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა  და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ  პრეკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი:  „ჩვენმა ნაკრებმა კარგად  იცის რამდენად ძლიერი მოთმაშეები ყავს ნორვეგიას და იციან რამდენად რთული დავლება ექნებათ ხვალ.  რა თქმა უნდა როგორც ფეხბურთის მოყვარულს საუკეთესოები მსურს, თუმცა ჰოლადი დიდი დანაკლისი იქნება და სხვნაიარად იმოქმედებს ნორვეგია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხეა ხვიჩა კვარაცხელიას, ის კლუბში სხვანაირად თამაშობს, ნაკრებში სხვანაირად, მისი თამაში ნაკრებში განსხვავდება, თუმცა ის ნაკრებშიც ისეთივე წარმატებით მოქმედებს,როგორც კლუბში.”

გურამ კაშია:  ნორვეგია ღირსეული  გუნდია, ჩემი ამოცანა თავდამსხმელებთან თავის გართმევა იქნება, (თუ ვითმაშე) და იმედია ამას მოვახერხებ.

ბათუმის სტადიონზე ძალიან მაგარი გარემოა, რომელსაც გულშემატკივარი ქმნის და იმედია კარგ მოგონებებს შევიქმნით.  ძალიან რთული თამში იქნება და გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება და ვიცი რომ ჩვენს გვერდით იქნებიან.”

 საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი 28 მარტს, ბათუმის სტადიონზე  20:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია