პოლიტიკა

ვილი სანიოლი: რესურსი გვაქვს კვიპროსულ დაცვას ვაჯობოთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას 15 ოქტომბერს კვიპროსის ნაკრების წინაააღმდეგ გამართავს.

დღეს საქართველოსა და კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ტაილანდთან ნაჩვენები შედეგით კმაყიფილი ვართ. კვიპროსთან სხვა თამაში გველის, ეს ძლიერი გუნდია.

რთული თვე გვქონდა სექტემბერი და ტაილანდთან მატჩში მიღებული თავდაჯერებულობა წაგვადგება, თუმცა მნიშვნელოვანია ზედმეტად თავდაჯერებულები არ ვიყოთ და შემართებით მივუდგეთ თამაშს.

კვიპროსთან სტუმრად რთული თამაში გვქონდა, თუმცა გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ. იმედია თამაშს აქტიურად დავიწყებთ და ვეცდებით ნაკლები შეცდომა დავუშვათ. კვიპროსელებს ქულა არ აქვთ, ძალიან ჭირდებათ ქულის მოპოვება და მარტივი თამაში ნამდვილად არ გველის.
კვიპროსი დაცვაში კომპაქტურად დგას, ასეთ შემთხვევაში მოთმინებაა საჭირო და ეს იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა გვაქვს რესურსი ვაჯობოთ კვიპროსულ დაცვას.

ლევან კუტალიას შესახებ: იმისთვის, რომ ვინმე ჩავსვა ვიღაც უნდა ამოვარდეს, არ მაქვს იმის შესაძლებლობა 40 ფეხბურთელი გამოვიძახო. მე ვაკვირდები კუტალიას, კარგად თამაშობს გოლებიც გააქვს. ვინც გამოძახებული არაა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი აზრით, სიაში მყოფ მოთამაშეებს ნაკრებისთვის მეტის მიცემა შეუძლიათ, თუმცა ნაკრების კარი არავისთვისაა დაკეტილი.

თემურ ქეცბაია (კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ვიცოდით რა სირთულის წინაშე ვიყავით, რაც გამოჩნდა, აქამდე ქულა არ აგვიღია. ხვალ საქართველოს ვეთამაშებით, გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ჩვენ ვიბრძოლებთ და იმედია სასურველ შედეგს მივაღწევთ. საქართველოსთან წინა თამაშზე მოგებასთან ახლოს ვიყავით რთული თამაში გვქონდა, საქართველოს ინდივიდუალურ დონეზე მოთამაშე კარგი ფეხბურთელები ყავს, რამაც დიდი როლი ითამაშა და წავაგეთ.

მე ქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი, მერე მწვრთნელი, ადვილი არ იქნება ჩემთვის ხვალინდელი თამაში, მაგრამ ეს პროფესიაა. კვიპროსიც არაა უცხო ქვეყანა, ჩემი ნახევარი ცხოვრება იქ გავატარე. თავიდანვე ვთქვი რომ არ მინდოდა საქართველო და კვიპროსი ერთ ჯგუფში მოხვედრილიყვნენ.

კარგია რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ნახევარფინალს თამაშობს, ეს დიდი მიღწევაა საქართველოსთვის. სამწუხაროა, რომ პირველ შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალზე გულშემატკივარი არ იყო პანდემიის გამო, თან წამყვანი ფეხბურთელები დააკლა გუნდს, მაგრამ ახლა არის შანსი საქართველომ იბრძოლოს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. იმედია საქართველო დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოსა და კვიპროსის მატჩი მიხეილ
მესხის სახელობის სტადიონზე 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია