პოლიტიკა

ვილი სანიოლი – ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი 3 ქულაა ნებისმიერი, სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ ლარნაკაში 17 ივნისს გამართავს. გუნდებმა დღეს მასპინძელ სტადიონზე “აეკ არენაზე” ივარჯიშეს, დღესვე მატჩის წინა პრესკონფერენციები გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მატჩის წინა მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია.

“ მომავალი მატჩებისთვის საკმაოდ ადრე დავიწყეთ მზადება, რაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, დადებითად შევაფასებ მოსამზადებელ ეტაპს, კმაყოფილი ვარ.  დაველოდოთ ხვალინდელ თამაშს ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლიბაში იქნება თუ არა. ხვიჩა თუ ითამაშებს, ის ბოლომდე დაიხარჯება.

მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა და რთული შეიძლება იყოს სიურპრიზების შეთავაზება. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი 3 ქულაა ნებისმიერი, სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება,” – განაცხადა ვილი სანიოლმა.

კვიპროსისა და საქართველოა ეროვნული ნაკრებების მატში, 17 ივნისს ლარნაკაში თბილისი დროით 22:45 საათზე დაიწყება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია