პოლიტიკა

ხეცურიანის ოქრო და თიბილაშვილის ბრინჯაო – ეტლით მოფარიკავეთა ტრიუმფი მსოფლიო თასზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ტურნირზე ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი პარასპორტსმენი ჩოო​ ანგარიშით 15:14 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 მოუგო.

ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა​ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ დაპირისპირებაში 15:14 სძლია და შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პიზის მსოფლიო თასზე, ხვალ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ასევე ნახეთ

სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთში, მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე ბაზაძე იტალიელ …