პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია – ცხოვრებაში ის ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც „ნაპოლისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი დამწყებ ფეხბურთელებს მიმართავს.

„მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს.

ამიტომ ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი ოცნებაც აქვთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია