პოლიტიკა

ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა.

ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო.

ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოვიდა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი.

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია