STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა და შენობასთან შეკრებილებთან გადაინაცვლა. მან კორდორი გაიარა და მოქალაქეებს შეუერთდა. ადგილზე შეკრებილები კი სკანდირებენ:”სალომე!”, “სალომე!”. „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. მე ჩემთან ერთად …
ნახვა »პოლიტიკოსი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი მეგობრების მიერ გავრცელდა. „წავიდა…ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი“,- წერს მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახური კატო შინდაგორიძე. ინფორმაციისთვის, ბაჩუკი ქარდავას დამთავრებული ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს …
ნახვა »წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია , – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს. წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის …
ნახვა »საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კვირების …
ნახვა »საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას პარლამენტის აპარატი ამზადებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები – ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან. …
ნახვა »ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, – ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. „ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი …
ნახვა »თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალაზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნახვა »პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. „პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის …
ნახვა »გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს. 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა. 20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, …
ნახვა »საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, – ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. “აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“. „არჩევნების შემდგომი მოვლენებისა …
ნახვა »