STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
DW-ს ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო ახალ ბიოგრაფიულ ფილმში გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის როლს შეასრულებს. როგორც ცნობილია,ფილმზე საპროდიუსერო კომპანია Paradox-ი იმუშავებს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი სწორედ ჯარედ ლეტოა. ცნობისთვის,CHANEL-ის დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 2019 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნახვა »უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. „დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” – აცხადებს შმიგალი.
ნახვა »საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა. ზუსტად 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ.
ნახვა »რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო. “ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით დაგეგმილი და განხორციელებული თავდასხმა იყო”, – თქვა პუტინმა. 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. …
ნახვა »წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
ნახვა »„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი აპირებს ქანდაკების დადგმას არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის საპატივცემულოდ. „ჩვენ „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე ლეო მესის ქანდაკებას აღვმართავთ. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა ლაპორტამ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ განიხილავს მესის კლუბში დაბრუნებას. არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონაში“ 2005-21 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე 776 მატჩი …
ნახვა »საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. „41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი …
ნახვა »როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ,ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება. ჟიური ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში ჩავა. ცნობისთვის, ყველა ამ ქალაქში და ასევე თბილისში, დაგეგმილია მეორე ტურში გადასული …
ნახვა »მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგინში 7 დასახლება გაათავისუფლეს.როგორც ცნობილია,გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.
ნახვა »ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა. მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს …
ნახვა »