STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
”როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის …
ნახვა »აშშ-ის საელჩო სამართლიანი არჩევნების საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ISFED-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და მისი არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას. აშშ-ის საელჩოში ამბობს, რომ ეს საკითხი კითხვებს ბადებს. “სამართლიანი არჩევნების (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო …
ნახვა »”ორი ფერის კომბინაციას, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვუფრთხილდებით, არასდროს გავცვლით სხვაზე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი ფერის დროშა… უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა კვლავ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს – უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში. მელიტოპოლში, პერემოჰის მოედნის თავზე, …
ნახვა »უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ …
ნახვა »საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი გამართული ფუნქციონირება …
ნახვა »აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო …
ნახვა »აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს. მედიის ცნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ქვეყანაში დაახლოებით 5 000 პირის შესვლა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში და ამაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება. …
ნახვა »ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო, სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური …
ნახვა »შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები იქნება. “ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და …
ნახვა »ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაპირველად გურიანიუსმა გაავრცელა. მათი ცნობით, დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ამბობენ, რომ მოზარდი შეყვანისას, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ნახვა »