STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ისრაელმა სირიის პორტ ტარტუში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეს სირიის ტერიტორიაზე არსებული ირანული სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა. ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ირანის რადარის მომსახურე სადგურსა და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე განხორციელდა. სირიის შეირაღებული ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, …
ნახვა »უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო „თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ დაბომბვისას შესაძლოა, დაღუპულიყო კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება. როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, აღნიშნული შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი …
ნახვა »ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, სიკვდილის ღია მუქარა მიიღო. ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი ცოტა ხნის წინ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამ ამბით შეძრული იყო. იმავე პოსტის კომენტარებში როულინგს პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებელმა უპასუხა და დაემუქრა: “ნუ იდარდებ, შემდეგი შენ ხარ”. აღსანიშნავია, რომ ამავე მომხმარებელმა მანამდე …
ნახვა »ახალ საპილოტე ცდებში, ღორის კანისგან დამზადებული იმპლანტებით მხედველობა აღუდგინეს დაავადებული რქოვანას მქონე 20 ადამიანს. ბიოინჟინერიით გამოყვანილი ამ ქსოვილის ჩადგმამდე, მრავალი მათგანი სრულიად ბრმა იყო. ორი წლის შემდეგ, 14 ბრმა პაციენტს მხედველობა აღუდგა, სამ მათგანს კი სრულყოფილი, 20/20 მხედველობა აქვს. „ამით შეიძლება დავძლიოთ რქოვანას ქსოვილების დონაციის დეფიციტის პრობლემა და წვდომა მოგვეცეს …
ნახვა »პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ …
ნახვა »რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სულ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას დაეხმარება. საპასუხო წერილში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბიჭმა მეგობართან ერთად დედა მოკლა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ …
ნახვა »საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ძალიან მალე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურად სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის. „ჩვენ ღია და მიმდინარე დიალოგი გვაქვს ევროკავშირთან. მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა …
ნახვა »ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი წლის გოგონა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალურად ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა. ის 45 წლამდე მამაკაცია. აფეთქება სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ დღეს, შუადღისას მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი. შედეგად გაჩნდა ხანძარი, …
ნახვა »