STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენეკევიჩი ავრცელებს. მისი თქმით, ქალაქზე ძლიერი თავდასხმა ადგილობრივი დროით, 04:00 საათზე მოხდა და ავიაიერიშები მიკოლაევის რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.
ნახვა »აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, …
ნახვა »მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. მისივე თქმით, ონაშვილის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. „დაკრძალვა იქნება ხუთშაბათს, 4 აგვისტოს. გამოსვენება მოხდება 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან. მამუკას დავკრძალავთ მახათას მთაზე, …
ნახვა »რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა. სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები. “როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ …
ნახვა »სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში 11:00-დან 14:00 საათამდე ჩატარდება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილას, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ნახვა »აშშ-ის ძალებმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს, რომელიც სხვა თავდასხმებთან ერთად, 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. აშშ-ის სპეცსამსახურები მას 2001 წლიდან ეძებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. ამერიკელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ …
ნახვა »რკინიგზის სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ადასტურებს. უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კურიერი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ჰელსიკორში გადაიყვანა. ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ნახვა »ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს. „რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ ვთქვათ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ბრძოლა დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი. ჩვენ საქართველოს ომში …
ნახვა »კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია. ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი. კერძოდ, ბარიკადები მოხსნილია ჩრდილოეთ კოსოვოში ქალაქ ზუპჩეში. ბარიკადების აღება ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობით მოხდა. ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გზების ნაწილი კვლავ …
ნახვა »კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლი სრულად უჭერს მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადაადგილების ახალი წესების შემოღებას აპროტესტებენ. პესკოვის თქმით, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება კოსოვოში მოხერხდა, მაგრამ „ეს სიტუაცია მხოლოდ …
ნახვა »