STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება. „ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. …
ნახვა »ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში კიევის სადგურში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. „ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის …
ნახვა »მიხეილ სარჯველაძემ 12 პუნქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა: ”როგორც ცნობილია, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის განისაზღვრა 12 ამოცანა იმავე გადაწყვეტილებით დადასტურებული ევროპული პერსპექტივის შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად. ამ ამოცანათა შორის მე-11 გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში. როგორც …
ნახვა »2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 477.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში ექსპორტმა 2 558.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენა (35.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტმა 5 918.6 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტია). საქართველოს …
ნახვა »პირველი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება – ამის შესახებ მთავრობამ დადგენილება 18 ივლისს გამოსცა. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებითვე, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ხვდება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ვიზიტი სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები. შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.
ნახვა »დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა ,გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. „ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება …
ნახვა »საბერძნეთში, კონკრეტულად კი პენდელში, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. ამის გამო ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრთხეშია პენდელის ბავშვთა საავადმყოფოც, საიდანაც 36 ბავშვი და მომსახურე პერსონალი უკვე გაიყვანეს. შეგახსენებთ, პენტელის რაიონში მეხანძრეები მეორე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ნახვა »ილონ მასკი ზაფხულს საბერძნეთში ატარებს და მდიდრულ იახტაზე კოქტეილებს შეექცევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ტაბლოიდების ცნობით, იახტის ფასი, რომელზედაც მასკი მეგობრებთან ერთად იმყოფება 20 000 დოლარია.
ნახვა »მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.
ნახვა »