STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობის საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა დაიწყოს. კერძოდ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევის შედეგად მიღებულ დოკუმენტზე იმუშავებს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხაებით, 21 სექტემბრისთვის კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებული უნდა იყოს და 1 ნოემბრისთვის, …
ნახვა »სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთმა საქართველოში მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელმაც ქართული ოცნების ლიდერებს მისცა დავალება, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით კონკრეტული გზავნილები გააჟღერონ. ვაშაძის თქმით, ეფ ეს ბე-ს ჯგუფის წევრები ქართული ოცნების ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს უკონტროლებენ. ამასთან, ვაშაძის თქმით, აქვთ სავარაუდო სახელები და გვარები …
ნახვა »„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული გახდა. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2021 წლის ოქროს ლიგაში სეზონი შეჩერდა და მისი დასრულება მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „ბენდელას“ სტადიონზე, გათამაშების დასკვნითი მატჩის შემდეგ გადაეცათ. „საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი თბილისის …
ნახვა »უკრაინელი მედიკოსის, 53 წლის იულია პაიევსკაიას თქმით, სამი თვის განმავლობაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ. პაიევსკაია, რომელიც რუს და სეპარატისტულ ძალებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი, ამბობს, რომ გამტაცებლები მას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებდნენ. “ხუთი დღის განმავლობაში საჭმელი არ მქონდა. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,” – თქვა …
ნახვა »ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის მცდელობით დაინტერესდეს. კერძოდ, ვატო შაქარიშვილმა და გელა ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემის ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტს სთხოვდა, გასცნობოდა მის ხელთ არსებულ …
ნახვა »ბათუმის “დინამოსთან” ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “სლოვანის” მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა. “რას ვიტყვი სეზონის პირველი შეხვედრის შესახებ? იმედგამაცრუებელია. ყველაფერი, რასაც ველოდით, ზუსტად დადასტურდა. ისინი სწრაფები იყვნენ და ტაქტიკურად შესანიშნავად მომზადებულები. ფეხბურთში გადამწყვეტი სისწრაფე და ფიზიკური მომზადებაა. ამაში მეტოქემ გვაჯობა. მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. ბოლო, ხარისხიანი პასი გვაკლდა. უკან სწრაფად …
ნახვა »დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა. „ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა …
ნახვა »როცა პარლამენტის სპიკერი ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს კონსულტაციას, არ ვფიქრობ, რომ უარი უნდა ვთქვათ მონაწილეობაზე, ეს არის „რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია და საკუთარი დღის წესრიგით, საკუთარი შეხედულებებით მე ვგეგმავ შევხვდე სპიკერს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენს და თავად არ …
ნახვა »გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება. BBС-ის ინფორმაციით, ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს. …
ნახვა »ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ …
ნახვა »