STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო. მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. …
ნახვა »იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. …
ნახვა »საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 82:76 დაამარცხა. თანაბარი ანგარიშის გამო, ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც მაკფადენის სამქულიანით საქართველომ 18 წამით ადრე გამარჯვება დაიბევა. ფოტო: 1tv.ge
ნახვა »უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ლელო” და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების” შემოთავაზებულ გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებს, „რადგან ეს სიმულაციური პროცესია, რეალურად …
ნახვა »დავასკვენი, რომ ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები გვაწუხებს, “ნაციონალურ მოძრაობას” აწუხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი – ეს ორი საკითხია, რომლის მიმართ გამოკვეთილი ინტერესი ჩანს პოლიტიკურ პარტიებში , – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას რაც აწუხებს, ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმის …
ნახვა »პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავენ. პოლიტიკურ ჯგუფ “ლელოს” ლიდერის დავით უსუფაშვილის კაბინეტში იმყოფებიან: “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია, “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, “ლელოს” წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი და უფრაქციო დეპუტატი …
ნახვა »მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, საქართველოს კანოეს ფედერაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს ტრენაჟორი. კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში …
ნახვა »ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ, „რადიო თავისუფლებასთან“, რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს იღებს და მნიშვნელობა არ აქვს, ის რუბლში იქნება, დოლარში, ევროში თუ ფუნტში. „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, …
ნახვა »კომპანია Meta-მ გადაწყვიტა ციფრული საფულის პროექტი დახუროს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. Novi ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეწყვეტს. Novi არის ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის ციფრულ საფულეზე. პროექტი მეტავერსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მანამდე პროექტს აშშ-ის კონგრესი აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა მოიშოროს Novi. თავის მხრივ Novi მომხმარებლებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე გამოიტანონ თანხები. ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ Novi-ს მუშაობის ბოლო დღის შემდეგ …
ნახვა »რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე თვეში კანადაში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვსა და კიევში ჩასვლას შეძლებს. აღნიშნულის შესახებ მან სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პონტიფიკოსმა აღნიშნა, ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო. აღსანიშნავია, რომ რომის არც ერთი …
ნახვა »