STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ქვემო ქართლში ახალი სტადიონი შენდება – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მოინახულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი. სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობას ითვალისწინებს. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა …
ნახვა »სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სოლიკო ვირსალაძე 30 წლის წინ გარდაიცვალა და დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება. „მას შემდეგ, რაც მე დავიწყე …
ნახვა »პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა. მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ …
ნახვა »ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი თავისი რიტორიკით „სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული“. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა. მიმართვას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდეტები: ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს …
ნახვა »ხვალ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართება. უცვლელად გთავაზობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებას: “24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, შევიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლებას მოთხოვნას წავუყენებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი 6 თვის …
ნახვა »დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს …
ნახვა »უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა (СБУ) გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერები, რომლიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების “ელიტა” – დასავლეთის ოლქი. ეს დანაყოფი გაწვრთნილი იყო სპეციალურად ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად. “დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ …
ნახვა »დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ. სინამდვილეში ეს მძიმე შეურაცხყოფის ფონზე, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა იყო , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ყველა წარმატება „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამას ხელი შეუშალოს და „თან აქაური პოზიტივი თავისზე მიიწერონ“. „ …
ნახვა »მთავრობის მეთაურის პარლამენტში მოსმენას მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპპზიციურ სპექტრში. გთავაზობთ ხელისუფლების ოპონენტების მიმართვებს: რომან გოცირიძე – “ბატონო ირაკლი, აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან, კინწისკვრით გამოგვაგდებენ.” ეკა ხერხეულიძე – “საერთოდ რა გაცინებთ? ერთი ღატაკი, გაუბედურებული ქვეყნის პრემიერი ხართ – როდესაც პრემიერის საეტაპო …
ნახვა »