STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
უცხოელი კოლეგებისგან გარანტიები მივიღე, რომ უკრაინისთვის დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-უკრაინის საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. „დღეს დახურულ კარს მიღმა მოვისმინე, და ყველამ აღნიშნა ეს, კატეგორიული „არა“ ომისგან დაღლილობის ნებისმიერ მინიშნებაზე და არა ნაკლებად კატეგორიული „დიახ“ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებასა …
ნახვა »მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ), სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შსს-ს განცხადებით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.
ნახვა »უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს – “სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება”, წერს პრეზიდენტი. “ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო …
ნახვა »დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზას მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. მათივე თქმით, ზავის ამოქმედებამდე ისრაელის …
ნახვა »ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას …
ნახვა »ნინი ბრეგვაძე ამერიკული მეგაშოუ The Voice-ის Top-12 მონაწილეს შორის მოხვდა. ქართველმა კონკურსნტმა ბრიტანელ-ამერიკელი მომღერლის, ბიშოპ ბრიგსის სინგლი River შეასრულა და კვლავაც ჟიურის წევრების აღფრთოვანება და დარბაზის მქუხარე ტაში დაიმსახურა. „უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს – ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი! მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე“, – დაწერა ნინიმ სოციალურ …
ნახვა »მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1 800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში. „მნიშვნელოვანია ამ გვირაბის გაჭრა, ვინაიდან ახალ გვირაბში მოძრაობის გადართვის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ძველ, არსებულ გვირაბში. ახალი გვირაბის საბოლოო მოსახვის სამუშაოების …
ნახვა »დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებაში, რომელიც სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა. ჰანიეს განცხადების მიხედვით, „ჰამასი“ ახლოს არის ისრაელთან შეთანხმების მიღწევასთან და მან კატარელ შუამავლებს პასუხი უკვე გადასცა. „როიტერთან“ გაკეთებულ განცხადებაში შეთანხმების სხვა დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ „ალ ჯაზირასთან“ დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, …
ნახვა »იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე 7 ნოემბერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. „ეს ყველაფერი, ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, ამას არც ინანიებს და კიდევე ერთხელ საუბრობს და ცდილობს, მედიაზე თავდასხმა გაამართლოს. რა თქმა უნდა, 7 ნოემბერი …
ნახვა »ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში გამანადგურებელი თვითმფრინავებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებისას „ჰამასის“ სამი მეთაური იქნა ლიკვიდირებული. თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დარტყმები განახორციელეს სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ მათი ადგილსამყოფლის გაგების შემდეგ. ასევე საჰაერო იერიში მიიტანეს და გაანადგურეს შენობა, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იარაღის საწყობად.
ნახვა »