პოლიტიკა

Tag Archives: ისრაელი

ისრაელის პარლამენტი დათხოვნილია, როდის ჩატარდება ვადამდელი არჩევნები?

ისრაელის 24-ე მოწვევის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Jerusalem Post-ი წერს. საარჩევნო სიები პარტიებმა არაუგვიანეს 15 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, მის პარტია „იამინას“ კი არჩევნებზე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი აიელეთ შაკედი გაუძღვება. …

ნახვა »

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ისრაელში უკრაინის ელჩ ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევი უკმაყოფილოა ისრაელის ხელისუფლების მიდგომით უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. „რუსეთის მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ ჩადიან, ბელარუსებიც და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამოიგონეს ელექტრონული ვიზები. საპასუხოდ, ჩვენ ახლა განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კორნიჩუკმა. …

ნახვა »