თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა …
ნახვა »უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა შეწყდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს შეწყდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ფულადი დახმარება ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც მერია განმარტავს, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს. …
ნახვა »თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს
თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, შესყიდულია, ჯამში, …
ნახვა »