ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …
ნახვა »საფრანგეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ვფიქრობ, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან საფრანგეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია“, – განაცხადა კლემან ბონმა France Info-სთან.
ნახვა »რუმინეთის პრეზიდენტი კიევში იმყოფება
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა. შესაბამის ვიდეოს ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. უკრაინაში ასევე იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები. კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტი კონსტანცაში ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც ორმხრივი პრესკონფერენციის დროს კლაუს იოჰანისმა განაცხადა, უკრაინისთვის, მოლოდვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ …
ნახვა »რუმინეთის პრეზიდენტი – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიცია არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს. „ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“ – აღნიშნა იოჰანისმა. ამის შესახებ interpressnews.ge …
ნახვა »