პოლიტიკა

ყველა სიახლე

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „სისხლის სამართლის საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი – ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა …

ნახვა »

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფში გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა, ანუ მოხვდა კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში, სადაც მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის ადგილი არ მოინახა. სწორედ საქართველოსთან წაგების გამო ჩარჩა ესპანეთი ჯგუფში. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ესპანეთთან სენსაციური გამარჯვებით 83:69 დაიწყო. შემდეგ, იტალიასთან 78:62 და საბერძნეთთან 53:94 წააგო. კვიპროსს კი დიდი სხვაობით, 61:93 …

ნახვა »

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 2:3 დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველო – თურქეთის შეხვედრა მასპინძელთა დამარცხებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. პირველი ტაიმი თურქეთის ნაკრებმა ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგო. შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაიზარდა. 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხვიჩა კვარაცხელიამ …

ნახვა »

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, – ასე მიმართავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს შეიწყალა. როგორც ხოშტარიამ …

ნახვა »

მიხეილ ყაველაშვილი – მივიღე გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით,  ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო „გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში …

ნახვა »

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“. სამართალდამცველებმა ბრალდებული …

ნახვა »

„ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

„ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. “ჩვენი მთავარი მიზანი …

ნახვა »

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო. „ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ …

ნახვა »

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან. ტრამპის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ყველამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. “დიდებული …

ნახვა »

აშშ-რუსეთის სამიტი ალასკაში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე

ისტორიული სამიტი ალასკაში. ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეს ალასკაში პუტინის – პირველი ვიზიტი, 2015 წლის შემდეგ კი შტატების ტერიტორიაზე მისი პირველი სტუმრობა იყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტების დღის წესრიგი ძირითადად უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა. განხილვის თემა იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებიც. შეხვედრაზე მიწვეული არ …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის – ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა

ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა, ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. “ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. აზრები გავცვალეთ მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში. დღეს …

ნახვა »

უკრაინელებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენერალური შტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული. მისი წლიური …

ნახვა »

ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. „დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ. დღეს ჩვენ ახალ დიდებულ ისტორიას ვწერთ“ — განაცხადა ალიევმა ხელის მოწერის შემდეგ. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი „ეს ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ ახალი თავის გახსნას“ წარმოადგენს. „სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ …

ნახვა »

საქართველო vs თურქეთი – მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყოდვა იწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: “საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა …

ნახვა »

სუს-ი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის გაფლანგვის საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ., – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია