პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალით დახმარებას

ევროკავშირის საბჭომ, EPF-ის (European Peace Facility) ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად €1 მილიარდის ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამ  გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკავშირი დააფინანსებს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალით ეხმარებიან.

“დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის საარტილერიო საბრძოლო მასალას გადავცემთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. არ არსებობს ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტის მექანიზმისა და მტკიცე სურვილს, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ”. – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელი.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული, ჯამში, EPF-მ უკრაინისთვის €4.6 მილიარდის დახმარება გამოყო.

EPF-ის პლატფორმა 2021 წელს შეიქმნა, რომელიც ეხმარება მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის პარტნიორებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, რისი მიზანიც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებაა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია