პოლიტიკა

კახა კალაძე – კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით 28 პროექტი განიხლება, აქედან 15-ზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების საკითხზეც ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საკითხი სახელმწიფოს აღიარებული აქვს საშინაო ვალად, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით. დაზარალებულად ცნობილია 3500-ზე მეტი პირი. ჯამში, დაკმაყოფილებულია დაახლოებით 2500-მდე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირი.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, გამოცხადდა 28 ინტერესთა გამოხატვა. საუბარია, ჯამში 28 პროექტზე. აქედან 15 პროექტზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა, რომლის ფარგლებში დაკმაყოფილდება 1000-მდე პირი; სანებართვო ეტაპზეა 9 პროექტი და სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, დაკმაყოფილდება 550-მდე პირი; ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა 4 პროექტი, უკვე გამოვლენილია შესაბამისი გამარჯვებული ინვესტორები და შედეგად იგეგმება 400-მდე პირის დაკმაყოფილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ დღემდე შემოსულია კიდევ 615-მდე დაზარალებული პირის განცხადება და ამ მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოხდება მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში.

„ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. არ დაგვრჩება არცერთი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს არის 30-წლიანი პრობლემა და ჩვენ ვართ იმ მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ ადამიანების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული საკითხის მოგვარებაში მონაწილეობენ.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია