პოლიტიკა

პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია, დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში – ევროპარლმენტარი მარინა კალიურანდი

ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის 80 პროცენტი უკვე შეასრულა ევროპარლამენტარმა კომენტარი გააკეთა:

„ორიოდე დღის წინ წავიკითხე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება.

„ის ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო. პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

„როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარმა პასუხისმგებლობა ოპოზიციასააც დააკისრა, რადგან უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით.

„ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

 

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია