პოლიტიკა

საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს.

უწყების ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

„მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“

ასევე ნახეთ

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია