პოლიტიკა

დმიტრო კულება – რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს

რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“.

მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.

„ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის მართლმადიდებლობისთვის“, – აცხადებს კულება.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.

ასევე ნახეთ

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია