პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველმა კანონმდებელმა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადზე ისაუბრა, ასევე, მიმოიხილა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის.

საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი – პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია