სენაკის სპორტის სასახლეში, საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის ადგილობრივი ხელოსუფლების მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში.
შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების ასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა. საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გოგონებსა და ბიჭებს შორის გამოვლინდნენ, რომელთაც თასები, მედლები და სპეციალური სიგელები გადაეცათ.
კუდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ძიუდოს, კარატეს, კრივისა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.