Breaking News

საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იუნორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ტაიბეიში (ტაივანი) იუნიორთა შორის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში.

19 მონაწილე წყვილს შორის 179,32 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ.

იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეორე ოქროს მედალია, როცა საქართველოს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ამ ყველაზე მაღალი სინჯის მედლებით .2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გახდა.

წარმატებებს ვუსურვებთ ანასტასია და ლუკას მარტის თვეში მონრეალში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე.

Check Also

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია