პოლიტიკა

ნინო ლომჯარია – ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

”ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან:

1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;

2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;

3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;

4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქტი;

5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის, თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად”- წერს ნინო ლომჯარია.

ასევე ნახეთ

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია