პოლიტიკა

Tag Archives: აქცია

აქციის მონაწილეები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათევენ

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, სადაც ღამეს გაათენებენ. ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც დილიდან ხმაურით უნდა შეხვდნენ. ,,მთავრობის სხდომა იმართება ორშაბათს, დილით კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, შეგიძლია თქვენც შემოგვიერთდეთ. ყველამ ერთად ჩავაბაროთ …

ნახვა »

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საკუთარი მოთხოვნებით მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, სადაც ასევე იმყოფებიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი აქციის დაწყებამდე სკანდირებდნენ „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. ასევე, მათ მოუწოდეს დღევანდელი აქციის წამყვანს, ლაშა ბუღაძეს, რომ ხელისუფლებას მისცეს 22:00 საათამდე ვადა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის და სწორედ ეს იყოს აქციის მთავარი მოთხოვნა. მათი თქმით, …

ნახვა »

“შინ ევროპისკენ” – აქცია რუსთაველის გამზირზე

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც. მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, როცა ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური, იწყება არაძალადობრივი წინააღმდეგობა. „ყველა ხელისუფლება დგას ლეგიტიმაციაზე. რამდენი პრობლემა …

ნახვა »

რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

რუსთაველის გამზირზე “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია გაიმართება. მორიგი აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით …

ნახვა »

“შინ ევროპისკენ” – რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ – ოლიგაქრიული მმართველობის გარეშე” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და ჰიმნი გააჟღერეს. აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოპოზიციონერებიც ესწრებიან. როგოც აქციის ორგანიზორები განმარტავენ, მათი მიზანია, საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროსა და ევროკავშირის ნაწილი. ფოტო: ipn

ნახვა »

“შინ ევროპისკენ” – მორიგი აქცია ხვალ, 24 ივნისს გაიმართება

ხვალ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართება. უცვლელად გთავაზობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებას: “24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, შევიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლებას მოთხოვნას წავუყენებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი 6 თვის …

ნახვა »

ნინო ლომჯარია – ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ”ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან: 1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; 2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს; 3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე …

ნახვა »

”შინ ევროპისკენ” – პოლიტიკური შეფასებები

”შინ ევროპისკენ” – დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამართულ აქციას აფასებენ ოპოზიციონერები და მმართველი გუნდის წევრები. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ 20 ივნისს გამართულ აქციაზე ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა და ამისთვის მათ მადლობას უხდის. ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერ გია ბარამიძეს კი, აქციაზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ხსენება დააკლდა.  ბარამიძე სოციალურ …

ნახვა »

დავით სერგეენკო – გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და აქედან არ გადაუხვევს

გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და ამ გზიდან არ გადაუხვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „პოლიტიკურ შემადგენელს რაც შეეხება, ალბათ რაღაც პოლიტიკური ნაწილი არსებობდა, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი …

ნახვა »

შოთა დიღმელაშვილი – ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა. როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. აქციის ორგანიზატორების თქმით, შემდეგი სამოქმედო გეგმა და ხელისუფლებისადმი მოთხოვნები სწორედ 24 ივნისის აქციაზე გამოცხადდება. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქნება …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია