პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან 1-0 დამარცხდა

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპორდა და მიხაილო მუდრიკის გატანილი ერთადერთი გოლით 0:1 დამარცხდა.

ტურის წინა თამაშებში საქართველოს ნაკრებმა ჯერ ჩეხეთს 4:1 სძლია, ხოლო შემდეგ ალბანეთს 1:0 აჯობა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა.

მატჩის დასაწყისში პოზნანის სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და შეხვედრა დროებით შეჩერდა. უკრაინელებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, პირველ ნომრად თამაშობდნენ და 35-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს, დასარტყმელ პოზიციაზე მიხაილო მუდრიკი გავიდა და მასპინძლები დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ აქტიურად შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მიუხედავად მარცხისა, 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს (6) დამტებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

 

ფოტო – ეროვნული ნაკრები.

 

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია