პოლიტიკა

პრემიერის მოსმენა პარლამენტში და შეფასებები

მთავრობის მეთაურის მოსმენა პარლამენტში 11 საათს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ხელსუფლების ოპონენტები ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კრიტიკულად აფასებენ.

მაგალითად, პაატა მანჯგალაძის თქმით, “არანაირი ანგარიში არ მოგვისმენია, ჩვენ მოვისმინეთ სიძულვილის რიტორიკა, ლანძღვა-გინებაზე აწყობილი.”

მმართველი გუნდის შეფასებით კი, პრემიერმა ამომწურავი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს და ახსნა ყველა ის ქმედება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, “საკმაოდ მწვავე იყო გამოსვლაც და კამათიც. თუმცა რეალობა ისაა, რომ საზოგადოებამ ზუსტი სურათი დაინახა და უფრო მკაფიო გახდა კონტურები იმ ვითარებისა, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველოში და საერთოდ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.”

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია