პოლიტიკა

დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.  ამის შესახებ ინფორმაცია დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„თანხები აუცილებელ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება“, – წერს დენის შმიგალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ თანხები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებთან კოორდინაციით გამოყო.

დენის შმიგალმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია