თურქეთში მიმდინარე შეკრების ფარგლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ანტალიაში, კალისტას სპორტული ცენტრის მოედანზე, ფინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით, 4:2 გაიმარჯვა.
ანგარიში ფინელებმა 24-ე წუთზე გახსნეს, 50-ე წუთზე წონასწორობა საბა ხვადაგიანმა აღადგინა, 6 წუთში გიზი მამაგეიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მე-60 წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში გაგზავნა, ბურთს კალე ვალიუსი შეეხო და ანგარიში 3:1 გახდა.
68-ე წუთზე იუჰო ტალვიტიენმა სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში 4-2 ოთარ მამაგეიშვილმა 88-ე წუთზე დააფიქსირა.
მორიგ მატჩს თურქულ შეკრებაზე ჩვენი გუნდი, 25 მარტს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა, სლოვაკეთი
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა, სლოვაკეთი
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი, სლოვაკეთი
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია