პოლიტიკა

თბილისში მოკლული ბიზნესმენი და ოჯახის კომენტარი

მკვლელობა მოხდა თბილისში, ბაგებში. მოკლულია ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა. ის Silk Road Group-ის ერთერთი თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 

ლევან კაჭარავა სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ ჩასაფრებულმა და ასევე, სავარაუდოდ დაქირავებულმა ქილერმა ის მანქანაში, 20 ტყვიის გასროლით ჩაცხრილა. დაიჭრა კაჭარავას მძღოლიც. 

მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი ქილერმა მოკლა.

როგორც ბიზნესმენის დედა ამბობს, ლევან კაჭარავას მტერი არ ჰყოლია. ის ვარაუდობს, რომ დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა.

„მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის”, – განაცხადა მხეიძემ.

ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე აცხადებს, რომ მათ მკვლელობის კონკრეტული ვერსია არ აქვთ.

„კონკრეტული ვერსია არ გვაქვს, ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა, ასეთი კონკრეტული მტერი ან ცუდის მსურველი არავინ ჰყავს”,- განაცხადა კობალაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა აღნიშნული მკვლელობა წარსულიდან რაიმე ფაქტს, ის ასე პასუხობს: “ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რომ რამე იქიდან მოყოლილი კუდი იყოს, ლევანი კონკრეტულში არაფერში იყო მაშინაც დამნაშავე. ყველაზე რთული ისაა, რომ არანაირი ვერსია არ არის. როცა კონკრეტული მტერი იცი, გაცილებით ადვილია იცოდე, რატომ მოხდა. ლევანი როგორც ვიცი, საქმიან შეხვედრაზე იყო. მას ნამდვილად არ უთვალთვალებდნენ, არც შეუნიშნავს, დაცვით არ დადიოდა, მძღოლით ბევრი გადაადგილდება. როგორც მე ვიცი, მის პირად მძღოლს ლევანის მეუღლე ჰყავდა სადღაც. ის ადამიანი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო და მას გამოჰყვა, ლევანის ავტომობილი არ იყო, სავარაუდოდ, კომპანიის იყო. ახლა ვინმეს დადანაშაულება ძალიან რთულია”,- განაცხადა კობალაძემ. 

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია