პოლიტიკა

აქციის მონაწილეები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათევენ

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, სადაც ღამეს გაათენებენ.

ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც დილიდან ხმაურით უნდა შეხვდნენ.

,,მთავრობის სხდომა იმართება ორშაბათს, დილით კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, შეგიძლია თქვენც შემოგვიერთდეთ. ყველამ ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა”, – აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

ფოტო: რატი მეტრეველი

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია