პოლიტიკა

რატომ დაკარგა Netflix-მა 3 თვეში თითქმის მილიონი გამომწერი?

მიმდინარე წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ლიდერმა სტრიმინგსერვისმა Netflix-მა თითქმის ერთი მილიონი გამომწერი დაკარგა, – ამის შესახებ BBC წერს.

ჯერ კიდევ აპრილში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ბოლო ათწლეულში პირველად, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა შემცირდა. ამას სამუშაო ადგილების კლება და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

პანდემიის დასაწყისში, Netflix-ის მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრი ტემპით იზრდებოდა, ვინაიდან იზოლაციაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის ეს სერვისი გართობის კარგი საშუალება აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გლობალურად შემსუბუქდა, კომპანიის მომხმარებელთა კლებაც დაიწყო.

კომპანია გამომწერთა რაოდენობის კლებას გაზრდილ კონკურენციასა და რეგისტრირებული გამომწერების მიერ პაროლის სხვებისთვის გაზიარებას უკავშირებს.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია