პოლიტიკა

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში, კალიფორნიის ნაწილში უმსხვილესი აქტიური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი, რომელსაც ოაკი დაარქვეს, იოსმიტის ეროვნულ პარკთან მძვინვარებს. ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი, უკვე განადგურდა 10 სახლი. ცეცხლს 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ებრძვის.

ოაკი კალიფორნიაში ტყის ხანძრების სეზონის დაწყებას აღნიშნავს. სპეციალისტების თქმით, გვალვა და კლიმატური ცვლილებები, ისევე როგორ მცენარეების დიდი რაოდენობა ცეცხლის სწრაფად გავრცელების რისკს ზრდის.

ასევე ნახეთ

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. წერილის შინაარსს „პრაიმ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია