პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად

ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი.

აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის სამიზნე რეჟიმს. 2021 წლის ივნისში სებ-ს საერთაშორისო გამომცემლობის Central Banking-ის მიერ გადაეცა გამჭვირვალობის ჯილდო.

ჯილდომ ხაზი გაუსვა გაუმჯობესებულ კომუნიკაციებს მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების შესახებ. ამავე ჯგუფის მიერ ეროვნული ბანკი ასევე იყო ნომინირებული 2021 წლის რისკის მენეჯერის ჯილდოზე. 2021 წელს Global Finance-მა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მეოთხედ დაასახელა საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის.

ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუიცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია