პოლიტიკა

ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 49 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით წერს.

სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა თქვა, რომ ბაქო ღამით სომხეთის პოზიციებს დაესხა თავს და რომ ბრძოლა გრძელდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია