პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, რომელთა განვითარებაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კერძოდ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს რეგიონული, მაკავშირებლის ფუნქციის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება ევროპული პერსპექტივის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, რათა რეგიონსა და ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, შემცირდეს სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება. მისივე თქმით, ენერგოეფექტიანობა ის სფეროა, სადაც საქართველოს უფრო მეტის გაკეთება და პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

„პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მაკავშირებლის როლის ზრდას, რისთვისაც მნიშვნელოვანია რეგიონსა და შავ ზღვაზე სტაბილურობა და მშვიდობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ოდილ რენო-ბასოსის განცხადებით, EBRD აქტიურად მუშაობს იმ საჭიროებების დასადგენად, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.

ასევე ნახეთ

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია